საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულისთვის თავისუფლების მოედანზე მზადება მიმდინარეობს. ამ დროისთვის მოძრობა თავისუფლების მოედნიდან რუსთავლის გამზირის მიმართულებით გადაკეტილია. თბილისის საკრებულოს მიმდებარედ მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა. ასევე, მოედანზე გუდაურის განვითარების ფონდის მიერ ეწყობა ხელოვნური გათოვლიანების კუთხეც.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. 26 მაისის საზეიმო ღონისძიება 12:00 საათზე თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნება.
„თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, გვექნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს. გველოდება ბევრი სანახაობა. გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს მოაწყობს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. ასევე, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები. 26 მაისს იქნება ყველაფერი ის, რაც ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და შეუქმნის მათ საზეიმო განწყობას,"-აღნიშნა მთვრობის ადმინსიტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.