"საზოგადოებრივ მაუწყებელს" პარლამენტის პლენარული, ბიუროსა და კომიტეტის სხდომების ტრანსლირებას კანონი დაავალდებულებს.
რასაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღემდე ნებაყოფლობით ახორციელებს, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ჩაიწერება.
ინიციატივა, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძეს ეკუთვნის.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" პარლამენტის პლენარული, ბიუროს, საკომიტეტო სხდომების ტრანსლირებას ისედაც უზრუნველყოფს, თუმცა ის რაც ხდება დე ფაქტოდ, განმტკიცებული იქნება კანონით. თუკი მოვა ხელისუფლება რომელიც გამჭირვალობისკენ მიდრეკილი არ იქნება, პარლამენტის საქმიანობის ღიაობას კანონი უზრუნველყოფს", - აცხადებს ელისო ჩაფიძე.