აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებად მიიჩნევენ.
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ლიდერების შესახებ გამოკითხვა'"Harris interactive" საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, დიდი ბრიტანეთში და აშშ 31 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით ჩაატარა.
გამოკითხული 6 000 ადამიანიდან მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას 82% და რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს 62% თვლის. რაც შეეხება, რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს, მას გამოკითხულთა ხმების მხოლოდ 42% შეხვდა.
ამასთან გამოკითხვა პოპულარობის კუთხითაც ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი კვლავ აშშ-ს პრეზიდენტსა ბარაკ ობამამ 77% ერგო, მეორე ადგილზე 75% დალაი-ლამამ და მესამეზე - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონმა 62% გავიდა. პოპულარობის კუთხით პუტინმა მხოლოდ მე-13 ადგილი დაიკავა.