თბილისში, ორბელიანის ქუჩა N36-ში სახლის საყრდენი კედელის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა , რომელიც ტვინის შერყევით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილობრივების მტკიცებით, სახლები მძიმე მდგომარეობაშია და მთლიანი კედლის ჩამოშლის საფრთხეც არსებობს. მოსახლეობა მუნიციპალიტეტისგან შველას ითხოვს.