08:00 _ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში თანამშრომელთა ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება.
10:00 _ სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ბუკინისტური ბაზრობა მოეწყობა.
10:00 _ სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება წიგნის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები და პოსტერები, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესთსელერების ყდები.
10:30 _ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თსუ-ის I კორპუსის ეზოში, ივანე ჯავახიშვილის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონია გაიმართება.
11:00 _ საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას~ მე-11 პავილიონში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - CTF 2010 გაიხნება.
12:00 _ პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი პარტიის ოფისში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ მედიამაგიდს გამართავს.
12:00 _ "ალიანსი საქართველოსთვის" კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის წინ ბრიფინგს გამართავს.
12:00 _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგიტა ჭეჟია ახალციხის ადგილობრივ არქივში ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
მის.: ქ. ახალციხე, მანველაშვილის ქ. # 5
12:00 _ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან როინიშვილი ჯანდაცვის პროგრამას წარადგენენ.
12:00 _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ასოციაციის მიერ მომზადებულ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
12:00 _ მარჯანიშვილის თეატრში, პიესების კონკურსთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00 _ სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში "ცოცხალი ბიბლიოთეკა" მოეწყობა.
12:00 _ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, "საქართველოს პრესის ასოციაცია" პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "პრესის თავისუფალი გავრცელების გარანტიები".
მის.: თ. ჭოველიძის ქ. # 10
12:00 _ ქუთაისში, ბიომეტრული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: სადგურის მოედანი # 3ა
12:00 _ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, პროფესიული სწავლების ცენტრ "სპექტრში" ახალ სადურგლო საწარმოს გახსნის.
მის.: ჭიჭინაძის ქ. # 10
12:30 _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბალი FLASH MOB-ს წარმოადგენს.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. # 32
13:00 _ პარტია ~მომავალი საქართველოს~ ლიდერი გიორგი ლაღიძე გია გაჩეჩილაძესთან (~უცნობი~) დაკავშირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის: ა. ხორავას ქ. # 9
13:00 _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "დარვინის დღე" აღინიშნება.
მის.: ჩოლოყაშვილის ქ. # 3, გ კორპუსი
13:00 _ "ქართული დასის~ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების უდროოდ შეწყვეტა~.
13:00 _ თბილისის თოჯინების მუზეუმი შირლის დაბადების დღეს აღნიშნავს.
13:00 _ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება კულტურის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას შეხვედრა საქართველოს კოპოზიტორთა კავშირის წარმომადგენლებთან.
14:00 _ საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხთა, საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა და აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
14:00 _ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი სასტუმრო "თბილისი მარიოტში"
გამოკვლევის - "მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში: სასურველი და მიღწეული. საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა "ბარომეტრი 2009" შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
14:00 _ პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ოფისში თემურ შაშიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს, რომელზედაც "თეთრები" წარმოადგენენ "მხილების მუზეუმისთვის" მომზადებულ მამხილებელ დოკუმენტს პატარკაციშვილი - კოდუას გახმაურებული ვიდეოჩანაწერის შესახებ.
თემა: "ვინ გააკეთა ცნობილი პატარკაციშვილ-კოდუას ვიდეოჩანაწერი, კოდუამ, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს თუ...".
მის.: შ. ღამბაშიძის ქ. # 4
14:00 _ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგნიზებით, თბილისის #142 საჯარო სკოლაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება.
მის.: თემქის დას. III მ/რ, II კვ.
14:00 _ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
16:00 _ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები შ.პ.ს "კოკა-კოლას" ქარხანას ეწვევიან.
მის.: ა. წერეთლის გამზ. # 114
16:30 _ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კონრად ადენაუერის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სკოლის მსმენელებს შეხვდება.
18:00 _ სამედიცინო უნივერსიტეტის "ცისფერ დარბაზში~ პოეზიის საღამო გაიმართება
19:00 _ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა".