სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთვარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება.
საყოველთაო 39-ე ნათლობა 22 მაისს, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისა და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს გაიმართება.
საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში სადღესაწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 19:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
ამ დროისთვის პატრიარქს 23 069 ნათლული ჰყავს.