ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინს ფიშერმა საქართველოს პატრიარქის ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლა. ამის შესახებ, მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა.
ფიშერის განცხადებით, მან დეტალურად შეისწავლა უწმინედესის როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში
,,დეტალურად შევისწავლეთ თქვენი ბიოგრაფია და თქვენი როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ვიცით ისიც, რომ კონსტიტუციით, სამართლებრივად განსაზღვრულია მისი სტატუსი”, _განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.