განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებას პარლამენტისადმი სასკოლო მინიმალური ასაკის საკითხზე მუშაობასთან დაკავშირებით. გადაცემა „20 30“-ში თამარ სანიკიძემ განაცხადა:
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული მოწოდების და საზოგადოების გათვალისწინებით, <...> ჩვენ მინიმუმ 6 წელზე ავიღებთ ვალდებულებას“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტების მოთხოვნა იყო: სასკოლო მინიმალური ასაკის დადგენა 6 წლის და 8 თვის“ ფარგლებში.
„იყო მოთხოვნა ძალიან სერიოზული ხალხის მხრიდან (ექიმები, ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები) <...>, რომელიც გვეუბნება, რომ „შენი ქსელი და სისტემა, სადაც წინასასკოლო მზაობა არ გაქვს დანერგილი, ვერ მიიღებს 6 წლის და 8 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებს“, - აღნიშნა მინისტრმა.