თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, იალბუზის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედლის ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი დაშავდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გამვლელი ქალები შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშვდნენ. ისინი ამ დროისთვის სტაციონარში არიან გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.