18 მაისს, 17:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი, მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელი, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული, ჩცვენც, ჩვენი მხრივ, აღვნიშნავთ ამ თარიღს და ღონისძიებაზე წარვადგენთ მის გაუხმაურებელ, მეფის რუსეთის მიერ აკრძალულ პოემას „ვორონცოვი“, რომელიც მხოლოდ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლითეკაში ინახება.
აკაკი წერეთლის ამ წიგნს ძალიან საინტერესეო ისტორია აქვს, მის პირველ 1913 წლის გამოცემას, რომელსაც დღის სინათლე არ უხილავს, ცენზურამ დაიწუნა და პირველი 59 გვერდი, სადაც ვორონცოვის შესახებ პოემა იყო განთავსებული, მთლიანად ამოიღო.
მეორე, უკვე ცენზურაგავლილი გამოცემის მომზადებისას, ეს 59 გვერდი, აკაკი წერეთლის სხვა ნაწარმოებებით შეავსეს.
ორივე გამოცემა, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზემშია დაცული, რომელიც ფარულად მოპოვებული და აკინძული, იოსებ გრიშაშვილის ხელში, ვინმე მეცენატის, მენსვეტაშვილის მეშვეობით მოხვდა.