თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გიგი უგულავას საქმის მოწმეებთან საგზაო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
საკრებულოში დღეს ირაკლი აბესაძემ და გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თბილისის მერიის მიერ შპს "ენკოსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს.
აბესაძის თქმით, აღნიშნული კომპანია გასული წლის 16 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი დირექტორი თორნიკე შიოლაშვილია. რეალურად კი, კომპანიის მფლობელი თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი.
,,გაუგებარია, რა ნიშნით მოხდა მილიონიანი კონტრაქტის გასაფორმებლად წარმოდგენილი კომპანიის შერჩევა, როდესაც გამოცდილების მქონე უამრავი სხვა სამშენებლო კომპანია არსებობს’’,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.