თბილისში იერუსალიმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოზე უნარშეზღუდულ ბავშვებს სპეციალურად იერუსალიმიდან ჩამოტანილი ეტლები გადასცეს. გაიმართა ქართულ-ებრაული ბიზნეს-ლექსიკონის პრეზენტაციაც, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და დედაქალაქის ვიცე-მერი დაესწრო. ღონისძიება საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით გაიმართა.