ავარია თბილისში. ანჩისხატის ეკლესიასთან ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომაქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, ოთხმა მგზავრმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთი დაშავებული რუსეთის მოქალაქეა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.