1983 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირას მსოფლიო საზოგადოება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც 115 ქვეყნის 1200 ორგანიზაციას აერთიანებს, წელს ასოციაცია "ქსენონიც" შეუერთდა. ასოციცაციის ორგანიზებით ზუგდიდში დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში სიმბოლურად 1012 სანთელი აინთო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოში ვირუსით სწორედ ამდენი ადამიანია გარდაცვლილი. ღონისძიება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.