სასტუმრო "თბილისი მერიოტში" სახელწოდებით - დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები, კონფერენცია მიმდიანრეობს.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება მსოფლიო საოჯახო კონგრესის ორგანიზებით იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს "დემოგრაფიული განვითარების ფონდი".
შეხვედრის მონაწილეები მსოფლიოში ოჯახური ღირებულებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ.
კონფერენციაზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის "პატრიარქი" ჩვენება.
"მსოფლიოში ყველაზე დიდი საოჯახო უფლებების დამცველი ორგანიზაციაა ჩამოსული. გვაქვს ძალიან საინტერესო აკადემიური მსჯელობა,"- განაცხადა ჟურნალისტებთან ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.