ENG / RUS       12+

კახა გოგოლაშვილი: რიგის სამიტის ნაკლებად ოპტიმისტურ შედეგებს პრორუსული ძალები სათავისოდ გამოიყენებენ

რესპოდენტის შესახებ

საქართველოში, ბოლო პერიოდში, პრორუსული ძალები გაქტიურდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობაამაში ბრალს ხელისუფლებას დებს და პრორუსულ ძალებთან კავშირში ადანაშაულებს. ,,ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში რუსეთთან ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი მატულობს _ რესპოდენტთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.Kრას უკავშირდება საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურება, როგორ უნდა იმოქმედოს არსებულ სიტუაციაში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ? _,,ჯი-ეიჩ-ენსპოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო კახა, თქვენ რას უკავშირებთ ქვეყანაში რუსული ძალების გააქტიურებას?

_ ვფიქრობ, ასეთი პროცენტული მაჩვენებელი უკავშირდება კითხვის ფორმულირებას, თუ როგორ იყო დასმული შეკითხვა. თუმცა, პრორუსული ელემენტები, განწყობები მოსახლეობაში გაზრდილია, რადგან საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ კუთხით პროპაგანდისტული მანქანა. ამავე დროს, რეგიონებში აქტიურად უყურებენ რუსულ არხებს, რომელიც ერთგვარ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. იმ ფონზე, როცა ინტენსიურად ხდება ევრაზიული კავშირის პროპაგანდა,Bბევრს არ ესმის, რომ ევრაზიული კავშირი შეუთავსებელია ევროპული ინტეგრაციის იდეასთან. ჰგონიათ, შეგიძლია გაწევრიანდე ევრაზიულ კავშირში, კარგად იყო რუსეთთან და ამავე დროს, ევროკავშირისკენ იარო და იქ გაწევრიანდე.  

 _ პრორუსული ძალების გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არაა, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ ახდენს მოსახლეობის ინფორმირებულობას იმ სარგებლის შესახებ, რასაც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია ითვალისწინებს, ამ მიმართულებით რამდენად ხედავთ პრობლემას მთავრობის ქმედებებში?

_ ამ მიმართულებით ხელისუფლებას სტრატეგია შემუშავებული აქვს, მაგრამ მას სჭირდება ბევრად უფრო მძლავრი დაფინანსება, ბევრად უფრო მეტი ღონისძიებები, მათ შორის, სატელევიზიო გადაცემები, კონფერენციები, რაც, ჯერჯერობით, მწირია იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ხდება ყველანაირი ტყუილის პროპაგანდა. მცირე მეწარმისთვის რუსეთის ბაზარზე მოხვედრა უფრო მარტივია, ვიდე ევროპული ქვეყნის ბაზარზე, რადგან რუსეთის ბაზარი გეოგრაფიულადაც უფრო ახლოა, მანქანით წასვლა შეუძლია, ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ კონკრეტულ პირობებს საქართველოში ევრაზიული კავშირისთვის. Aამიტომ, საჭიროა მოსახლეობისთვის არა მარტო ევროკავშირის შეახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, არამედ იმის კარგად ახსნა უნდა მოხდეს,   გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგებს მოუტანს ევრაზიული კავშირი საქართველოს, თუ ორიენტირებულები არ ვიქნებით ევროპისკენ.

_ თუ რიგის სამიტზე საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი არ მიიღო, ეს ერთგვარად საქართველოს მოსახლეობის განაწყენებას ხომ არ გამოიწვიეს, რასაც შემდგომ ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის მსურველთა რიცხვის გაზრდა მოჰყვება?

_ გარკვეული სკეპტიციზმი შეიძლება გამოიწვიოს და ამას გამოიყენებენ ევროკრიტიკოსები. Mმათი სტრატეგია არის აწყობილი ზუსტად იმაზე, რომ - აი, თქვენ ევროკავშირში მაინც ვერ შედიხართ, ევროპას არ სჭირდებით, ისევ ჩვენკენ უნდა გამოიხედოთ, ჩვენ გთავაზობთ სამუშაო ადგილებს რუსეთში, ვაჭრობას, თავდაუსხმელობის გარანტიას, შეიძლება დაგიბრუნოთ ტერიტორიები და ა.შ. ცხადია ამ კონტექსტში ნებისმიერი სახის ნაკლებად ოპტიმისტურ განცხადებას თუ მოვისმენთ რიგის სამიტზე, ამას ევროკრიტიკოსები სათავისოდ გამოიყენებენ.   Aამიტომ, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ხელი შევუწოთ საზოგადოებაში ოპტიმისტური განწყობების გაღვივებას ევროკავშირთან მიმართებაში.

 _ პრეზიდენტის განცხადებით, პროდასავლური იდეების პოპულარიზაციისთვის პარტიებმა რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის პროდასავლურ კურსს, უფრო მეტი კონსოლიდაცია უნდა გამოიჩინონ. იზიარებთ მარგველაშვილის პოზიციას და ხედავთ თუ არა ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალების უფრო მეტი გააქტიურების საჭიროებას?

_ ორი აზრი არ არსებობს, რომ საჭირო და აუცილებელია იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია რომლებიც პროდასავლურები არიან. ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ ძალიან არ შეეშინდებათ ამას არ გააკეთებენ. იგივე, კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში” არიან როგორც პრორუსული, ისე პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ამიტომ გაჭირდება ამ პლატფორმაზე კონსოლიდაცია, მაგრამ მაინც უნდა მოახერხონ იმ პოლიტიკური ძალების დემონსტრირება, რომლებიც პროდასავლურები არიან და, რა თქმა უნდა, უნდა განისაზღვროს Dმათი დღის წესრიგიც.

 _ ,,ნაციონალებიპრორუსული ძალების გააქტიურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თქვენ ხედავთ მმართველი გუნდის როლს ამ საკითხში?

_ ,,ქართული ოცნება” პრორუსულ ძალებს არ აღიქვამდა და ახლაც არ აღიქვამს თავის საზიანოდ, რადგან ფიქრობს - მათი ქმედებები ძირითად მიმართულია ,,ნაციონალების” დესტრუქციისკენ. თუმცა, პრორუსული ძალები, რომლებიც ძალას იკრებენ, საბოლო ჯამში აუცილებლად დაარტყამენ ,,ქართულ ოცნებას”, რადგან საბოლო ჯამში ,,ქართული ოცნება” არის მმართველი ძალა და ის ბარიერი, რომელიც მათ ეღობებათ?

_ პრორუსული ძალები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაინც და მაინ არ აქტიურობენ, ახლა რა შეიცვალა?

_ სააკაშვილის დროს არ იყო ევრაზიული კავშირი, არ იყო ასეთი პრორუსული პროპაგანდა, არ იყო უკრაინაში ომი. მიხეილ სააკაშვილის დროს, ეკონომიკური აღმავლობა იყო და გრძელდებოდა, დღეს რაც დრო გადის ამას ვერ ვხედავ.

,,ჯი-ეიჩ-ენი” ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

ავტორი: . .