ვაშინგტონში ახალი 100-დოლარიანი კუპირის პრეზენტაცია გაიმართა. სააგენტო ~უკრინფრომის~ ცნობით, ახალი კუპიურა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ასევე ფედერალური სარეზერვი სისტემისა თავმჯდომარემ წარადგინეს.
საზეიმო ცერემინია პირველი ეტაპია იმ მასშტაბული პროგრამისა, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს მიზნად, თუ როგორ გაარჩიონ ნამდვილი კუპიურა ყალბისაგან.
განახლებულ კუპიურაზე ბენჟამინ ფრანკლინის გამოსახულება და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალური ბეჭედი რჩება. თუმცა, იგი შეიცავს რამდეიმე ახალ ელემენტს, რომელთა კოპირება თითქმის შეუძლებელია. მათ შორისა სამგანზომილებიანი ცისფერი დამცავი ზოლი ზარის გამოსახულებით, გამოსახულება ციფრი "100~-ით იცვლება.
კუპიურის დიზაინის ერთ-ერთი თავისებურებაა ზარისა და სამელნეების გამოსახულება, რომელთაც ერთგვარი სპინეძისფერი აქვთ, მაგრამ კუპიურის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, ზარი მწვანე ხდება.
"აღნიშნული კუპიურა დამზადბეული იქნა საუკეთესო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალება გვაძლევს გამყალბებლებზე წინ ვიყოთ~, - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ტიმოტი გაიტნერმა.
აშშ-ს ფედერალური სარეზერვი სისტემის თავმჯდომარის ბენ ბერნანკეს განცხადებით, ახალი კუპიურით გადახდა მომავალი წლის 10 თებევრლიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან, დაახლოებით 6.5 მლრდ ძველი კუპიურა ისევ რჩება მიმოქცევაში.