ტრანსპორტის სფეროში სოხუმის რეჟიმის მიერ რუსეთთან თანამშრომლობის და სხვა უკანონო ქმედებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს _ IKAO-ს ხელმძღვანელობას შეხვდება.
ელჩმა შესაბამისი დავალება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისგან მიიღო.
IKAO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გაირკვევა რა სანქციები დაეკისრება იმ კომპანიებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჰაერო რეისებს ასრულებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა IKAO-ს სპეციალური ნოტით და შესაბამისი ზომების მიღება მოსთოხვა.
საერთაშორისო ნორმების თანახმად ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცე ეს არის საქართველოს საჰაერო სივრცე და საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ამ სივრცეში საერთაშორიო ფრენების განხორციელება საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.
რუსეთის მცდელობებს დეფაქტო მოახდინოს ამ სივრცის დარღვევა შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა.