ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამეგრელოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, მისი ყველა თანამშრომლის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპული ბიჭის ოჯახს", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰამბერგმა წერილობით განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელოში, სოფელ ეწერში, მისიის კუთვნილი ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მისიის კუთვნილ Nისსან Pატჰფინდერ-ის ტიპის ავტომობილს მისიის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა.
გამოძიებას ქართველი სამართალდამცველები აწარმოებენ. მისიის ყველა უცხოელი თანამშრომელი საქართველოში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს.