მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდიმარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დღეს ისეთივე ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელიც მანამდე ჰყავდა.
,,მოქმედი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, საქართველოს ამ წუთის მდგომარეობით, ჰყავს ისეთივე ლეგიტიმური, ისეთივე უფლებამოსილი, ნდობით აღჭურვილი მთავრობა, როგორიც ჰყავდა ორი დღის წინ, ორი თვის წინ, ერთი წლის წინ და ა.შ. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. ეს გამორიცხულია ჩვენი კონსტიტუციური მოდელით, ისევე, როგორც სხვა ქვეყანაში", - ღნიშნა უსუფაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
უსუფაშვილის განმარტებით, მოქმედი მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღარაა უფლებამოსილი, თუ შექმნილია ახალი მთავრობა, ყველა სხვა შემთხვევაში მოქმედი მთავრობა აგრძელებს თავის ფუნქციონირებას სრულფასოვნად.