ENG / RUS       12+

სოსო ცისკარიშვილი: ახალი კადრების მთავარი წყარო ”2030”-ში მეგულება

რესპოდენტის შესახებ

კოალიცია ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან ორწელიწადნახევრის გასვლის შემდეგ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა. შესაბამისად მოქმედი მთავრობა უკვე მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. პრემიერი ამ ყველაფერში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ,,სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი”. პირიქით, პრემიერმა უკვე მთავრობის განახლებული შემადგენლობაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მხოლო ორი გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იქნებიან. რას უკავშირდება სამთავრობო გუნდში მიმდინარე აქტიური ცვლილებები, არის თუ არა ის ხელოვნურად მართული და რამდენად სწორია ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია მინისტრთა კაბინეტის მხოლოდ ორი მინისტრის განახლების თაობაზე? ,,ჯი-ეიჩ-ენს” ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.

_ბატონო სოსო, უკვე ცნობილია, რომ განახლებული მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება. რას ფიქრობთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა მიიღო პრემიერმა ღარიბაშვილმა, როცა სამთავრობო გუნდი, ფაქტობრივად, უცვლელად დატოვა?

_ ახალი სახეები ყოველთვის სიახლის შემომტანია, მაგრამ მხოლოდ სახე არ არის ადამიანის ძირითადი მახასიათებელი, ჩვენ გვაინტერესებს მათი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, გავლილი გზა, მაგრამ ამ კრიტერიუმებს ნულოვანი ფასი აქვს იმ საკადრო პოლიტიკაში, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს. არანაირი მოთხოვნები მინისტრის მიმართ არ არის.

_ თქვენ მოგწონთ პრემიერის გადაწყვეტილება?

_ თუ კმაყოფილია მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების შემადგენლობით კი ბატონო.მგონია ურიგო არ იქნებოდა თუ პრემიერი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობის სრულ სიას წარუდგენდა და პარლამენტარებს შესაძლებლობა მიეცემოდათ ყოფილიყო პირდაპირი დიალოგი იმ მინისტრებთან, რომელთაცა არ ჰქონიათ საშუალება პარლამენტის წინაშე წარდგენის, ვგულისხმობ, მათ ვინც სამთავრობო გუნდში ,,თავისუფალი დემოკრატების” მიერ დაკავებული თანამდებობა დაიკავეს.

_ რას ფიქრობთ, საჭიროა სამთავრობო გუნდში ახალი სახეების გამოჩენა?

_ თანდათან მკაფიო გახდება ცოცხალი რიგი ადგილების დასაკავებლად და მთავარი წყარო ახალი კადრების ,,2030”-ში მეგულება.

_ ბატონო სოსო, შესაძლებელია სამთავრობო ცვლილებები თავად   პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეეხოს?

_ ბატონი ივანიშვილისთვის მისაღები რომ ყოფილიყო პრემიერის შეცვლა არ დაჭირდებოდა ასეთი ცვლილებების განხორციელება და ისევე როგორც მინისიტრების შემთხვევაში მოხდა, ამ შემთხვევაშიც დიდი ალბათობით ჩვენს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრსაც ან თავი ასტკივდებოდა, ან ცოლო მოენატრებოდა.

_ გამოდის, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა არ აწყობს?

_ არ აწყობს და ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესებისთვისაც პრემიერის შეცვლა მიმზიდველი არ იქნება, რადგან გაზაფხულისა და ზაფხულის თვეები მნიშვნელოვანი პერიოდია საერთაშორისო ურთიერთობებში სიმყარის გარანტიის მისაცემად.

_ პროცესები რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვითარდება, შესაძლოა, ხელოვნურად იყოს შექმნილი?

_ ხელოვნურად იყო, რასაკვირველია, და არ გამოვრიცხავ ეს არის იმ სტრატეგიის ნაწილი იყოს რომელიც შემუშავებულია საპრლამენტო არჩევნებში წარმატების შესანარჩუნებლად. რაც დრო გავა მით უფრო ნაკლები ალბათობა იქნება ,,ქართული ოცნების” მთავრობისთვის პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების კუთხით და დღევანდელი ქმედებებით, დიდი ალბათობით განახლებული მთავრობა მიღებს ნდობას საკანონმდებლო ორგანოდან და შეეძლებათ საპარლამენტო არჩევნებამდე, ყოველგვარი სჯა-ბაასის გარეშე სულ ცოტა ექვსი მინისტრი კიდევ შეცვალონ და უფრო ახალი სისხლი მოიძიონ მთავრობისთვის.

_გამორიცხავთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას?

_ ეს დამოკიდებულია თავად ,,ქართული ოცნების” განწყობაზე. თუ მათ არ აქვთ ხედვა თუ როგორ უნდა იყვნენ უფრო შედეგიანები, წარმატებულები და პირიქით, თუ დამფრთხლები იქნებიან იმის გამო, რომ ერთ წელში შესაძლოა უფრო უარესად ჰქონდეთ საქმე, ეს დადასტურდება იმით დათანხმდებიან თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც დღეს უარს ამბობენ. ვადამდელი არჩევნები ასევე იქნება თავშესაფარი იმ ცვლილებების მიუღებლობის, რასაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ითხოვს, რომ განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება შესაბამისად საარჩევნო კოდექსის შეცვლის საკითხიც მოიხსნება, რადგან ამ ყველაფერს საკმაოდ ბევრი საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის ჩატარება სჭირდება რაც ვერ მოესწრება.

 ,,ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .