დღეს, 21 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შიდა ქართლის წარმომადგენლობისა და ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სამედიცინო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების აქცია-პრესკონფერენცია გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს ,,გორის ფასიანი სტომატოლოგიური"
პოლიკლინიკის 22 თანამშრომელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სამსახურის მიერ ოფიციალურად დაკანონებული კერძო საკუთრების ნაწილი (თავისუფალი მიწის ნაკვეთი) ჩამოართვა და მიითვისა, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომლითაც აღიარებულია და უზრუნველყოფილია
საკუთრების უფლება.
პოლიკლინიკის თანამშრომლების სამართლიან მოთხოვნას მხარს უჭერს პროფკავშირების გაერთიანება და ითხოვს ობიექტურად, კანონის სრული დაცვით გადაწყდეს აღნიშნული საკითხი, _ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.