თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
,,სახელმწიფო თავის თავზე აიღებს გადმოსვენების ხარჯებს. ჩვენ შევეცდებით რომ ყველანაირად შევუმსუბუქოთ ოჯახს ეს ტკივილი და ტრაგედია”, -განაცხადა ჟურნალისტებთან მინდია ჯანელიძემ.
ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების დროს, შაბათს, გვიან ღამით დაიღუპა.