~ტოიოტა~-ს იაპონელი მწარმოებლები ამერიკის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამმართველოსთვის 16.4 მლნ აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას დათანხმდნენ.
~ბიბისის~ ინფორმაციით, ~ტოიოტა~ ჯარიმას ცოტა ხნის წინ აგორებული სკანდალის გამო გადაიხდის, რომელიც ამ ფირმის მარკის ავტომანქანებზე საწარმოო დეფექტის აღმოჩენას უკავშირდება.
~ტოიოტას~ ხელმძღავენლობა ჯარიმას იმის გამო გადაიხდის, რომ მან ამერიკის მთავრობის ინფორმირება აქსელერატორის გაუმართაობასთან დაკავშირებით დროულად არ მოახდინა.
ამ პრობლემების შედეგად, ~ტოიტოამ~ სარეალიზაციო ქსელში გაშვებული მილიონობით ავტომობილი უკან გაიწვია.
აღნიშნული ჯარიმა აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტისთვის გადახდილი ჯარიმებს შორის ყველაზე მეტია.