სახალხო დამცველი ზემო აჭარაში ჩავიდა. უჩა ნანუაშვილი ადგილობრივების პრობლემებს პირადად გაეცნო, რის შემდეგაც არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხულოს გამგებელს მიაწოდა. ომბუდსმენის განცხადებით, ღურტასა და ღორჯუმის მცხოვრებლები მთის კანონის დროულად მიღებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მათ კონკრეტული პრეტენზიები აქვთ ჰესის მშენებელ კომპანიასთანაც. აჭარლები ამბობენ, რომ არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება, დაუბალანსებელია ხელფასები და მშენებლობის პროცესში არ არის გათვალისწინებული ზემო აჭარაში მცხოვრებთა ინტერესები.