ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკების მიერ ლარის რესურსების მიღება ერთ-ერთი კარგი ინიციატივაა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ ~საქართველოს ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ~საქართველოს ბანკის~ კაპიტალი ლარში დაახლოებით 700 მლნ ლარია და ბანკი სწორედ ამ რესურსს იყენებს.
~საქართველოს ბანკში~ ლარში კორპორატიულ მომხმარებლებს აქვთ ანგარიშები. ინდივიდუალური პირების დეპოზიტები კი, ეროვნულ ბალუტაში მცირეა. ლარში რესურსი შეზღუდულია, მომხმარებლებმა უნდა დაიწყონ თანხების ეროვნულ ვალუტაში თანხების დაზოგვა. ეროვნული ბანკის ინიციატივა, რომლის თანახმადაც კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლარის რესურსი მოიზიდონ, კარგი ინიციატივაა~, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
ამასთან, მისი თქმით, დედოლარიზაციას დრო ესაჭიროება. მაგალითად, აშშ დოლარებში კრიზისამდე დეპოზიტების 65 პროცენტი იყო, კრიზისის დროს ეს მაჩვენებლი 75 პროცენტამდე გაირზადა, ამ დროისთვის კი 70 პროცენტამდე შემცირდა.
კრედიტების ეროვნულ ვალუტაში გაცემის გაზრდა ეროვნული ბანკის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისთვის, ბანკი რამდენიმე ახალი მონეტარული ინსტრუმენტის ამოქმედებასა და არსებულის გააქტუიურებას გეგმავს.
კომერციულ ბანკებში ლარის რესურსების შესაქმნელად კი, დაგეგმილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან რესურსების მოზიდვა, ეროვნული ბანკი აღნიშნულ თანხებს კომერციულ ბანკებს ლარში მისცემს.