საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს, რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი უკვე შეხვდა ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.