დღეს დიდი პარასკევია. დიდი პარასკევი ანუ წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის 2 საათზე აღევნილება, რადგანაც იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ.