მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილი სამხედრო წესით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.
დაკრძალვამდე პოლიციელის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
დაღუპულს პატივი მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და თანამებრძოლებმა და პატრიარქმა მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან საპატრულო ეკიპაჟის მისამართით ცეცხლის გახსნას ემსხვერპლა.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი საავადმყოში მიყვანისთანავე დაიღუპა. დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი კი, რომელიც დაიჭრა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.