სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთვარეპისკოპოსმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილს ოჯახს მიუსამძიმრა.
უწმინდესი ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დაღუპული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
შეგახსენებთ, რომ ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან საპატრულო ეკიპაჟის მისამართით ცეცხლის გახსნას ემსხვერპლა.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი საავადმყოში მიყვანისთანავე დაიღუპა. დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი კი, რომელიც დაიჭრა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
პოლიციელს ბექა მარგიშვილს დღესვე დაკრძალავენ.