ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პაატა კალანდაძის ინფორმაციით, ყირგიზეთში გარკვეული დაპირისპირებები და პრობლემები, როგორ ქუჩაში, ასევე პოლიტიკურ სეგმენტში კვლავ არსებობს.
"ყირგიზეთში სტაბილური სიტუაცია არ არის. რეგიონებში შეიმჩნევა დაძაბულობა. ამის გარდა მთლად დაოკებული არა არის მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელიც 6-7 აპრილს რევოლუციის მოხდენაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამასთან, არის გარკვეული დაპირისპირებები და პრობლემები, როგორ ქუჩაში ასევე პოლიტიკურ სეგმენტში. სტაბილურობამდე სიტყვის სრული მნიშვნელობის გაგებით შორსაა სიტუაცია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პაატა კალანდაძემ.
მისვე თქმით, მსოფლიო საზოგადოების მთელი ყურადღება და პოტენციალი ახლა მიმართულია იმისკენ, რომ ყირგიზეთში ვითარება კიდევ არ გამწვადეს, რასაც შეიძლება ქვეყნისთვის უფრო სერიოზული პრობლემები მოჰყვეს.
"რაც შეეხება ყირგიზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ხელთ არსებული საშუალებით ყოველდღიურად ვაგროვებთ ინფორმაციას. შემიძლია მოგახსენოთ, რომ ამ ეტაპზე რაიმე ინციდენტის შესახებ საქართველოს მოქალაქესთან და ქართული ეროვნების ყირგიზეთის მოქალაქესთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 6-7 აპრილს მომხადარი არეულობის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალ, ხოლო 1600-ზე მეტი დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ყირგიზეთში დაპირისპირები კვლავ გრძელდება.