მახაჩკალში მილიციის ორი თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო "იტარ-ტასი" დღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
"ინციდენტი ღამის 01:30 საათზე მახაჩკალაში, კიროვის რაიონში მოხდა. მილიციის თანამშრომლებმა ავტომანქანა "ჯიგულს" გაჩერება და მისი შემოწმება სცადეს, როდესაც ავტომანქანიდან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად ერთი მილიციელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანისას", - აცხადებენ ადგილობრივ შსს-ში.
აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.