დღეს, 20 აპრილს, გამწვანების აქციაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გამწვანების აქცია
11.30 სთ-ზე, დაბა ვაზიანში, პირველი საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ წელიწადში 12 ხის დარგვისკენ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოუწოდა.