დღეიდან ევროპის საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გაიხსნება.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციის ფარგლების ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მიიღეს.
მათი გადაწყვეტილებით, დღეიდან ევროპის საჰაერო სივრცე სამ ძირითად ზონად დაიყოფა, რომელთაგან ერთი მთლიანად დახურული, ერთი ღია, ხოლო მესამე სარეზერვო საჰაერო ზონა იქნება, სადაც ფრენები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეზღუდული რაოდენობით შესრულდება.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის შემუშავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ტრანსპორტის მინისტრებმა საკუთარ ქვეყნებში საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოს 20 ქვეყანაში მთლიანად დაიბლოკა ან ნაწილობრივ შეფერხდა, რის გამოც ავიაკომპანიები გასული დღეების განმავლობაში ასეულობით მილიონი აშშ დოლარით დაზარალდნენ.