სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს თოვლ-ჭყაპია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა 5-10 გრადუსი იქნება. შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება. Nალექიანი ამინდი იქნება დედაქალაქშიც, უმეტესად თოვლის სახით. თბილისში ჰაერი დღის განმავლობაში 6 გრადუსი იქნება. არადმგრადი ამინდები ქვეყნის მასშტაბით 4 აპრილამდე გაგრძელდება.