საქართველოში ლატვიელი დიპლომატები საქართველოს მოქალაქეებს ვიზების სანაცვლოდ ძვირფას საჩუქრებს, მათ შორის ოქროულობას სთხოვდნენ. ამის შესახებ ლატვიური ტელეკომპანია "ტვ 3" იუწყება.
საქართველოში ლატვიის კონსული, გუნდეგას სმუტენგასი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი კვირაა რაც სამშობლოში გაიწვია. ლატვიელი კონსული კორუფციულ ბრალდებებშია ბრალდებული.
როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
წინასწარი ინფორმაციით, ეჭვი იმის შესახებ რომ საქართველოში ლატვიის კონსული ვიზების სანაცვლოდ ოქროულობას ითხოვდა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლატვიის საკონსულოში ერთ-ერთ საქართველოს მოქალაქეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვიზის გაცემაზე უარი უთხრეს, ამ ფაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლატვიის კონსული ვიზის სანაცვლოდ ძვირფას საჩუქრებს სთხოვდა.