საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ ვიზიტს განაგრძობს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ ვიზიტი პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის და მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მიღების გამო დროებით შეწყვიტა, თუმცა გართულებული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად სააკაშვილი ამერიკაში დაბრუნდა და დაგეგმილ შეხვედრებს განაგრძობს", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ ვიზიტის ფარგლებში ნიუ ორკის მერს მაიკლ ბლუმბერგი შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საზოგადოების, აკადემიური წრეების და მედიის წარმომადგენლებთან.
ჯერჯერობით უცნობია საქართველოს პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების თარიღი.