ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქნილი კვამლის გამო ევროპაში 64.000 ავიარეისი გადაიდო, ამის გამო ჯამში ევროპულმა ავიაკომპანიებმა ყოველდღიურად 200 მილიონი ევრო იზარალეს. კვამლის გამო მილიარდობით ევროს ზარალი მიადგა ზოგადად ევრკავშირის ეკონომიკას. ამის შესახებ ევროპული ქვეყნების ტრანსპორტის სამინისტროებზე დაყრდნობით "სი-ენ-ენი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მანუელ ბაროსომ სპეციალური კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. "სი-ენ-ენის" ინფორმაციით, აღნიშულ კომისიას ევროპაში ფრენების შეჩერების შედეგად მიყენებული ზარალის დეტალურად დათვლა და პრობლემიდან გამოსავლის მოძებნა დაევალება.
"ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ევროპაში სრულიად უპრეცენდენტო სიტუაცია შეიქმნა. მე ვთხოვე ვიცე-პრეზიდენტ კალასს უხელმძრვანელოს კომისიას რომელიც აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა", - განაცხადა ბაროსომ.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქნილი კვამლის გამო ოთხი დღის განმავლობაში ევროპის უდიდესმა აეროპორტებმა მუშაობა შეწყვიტეს. ჯამში ევროპის მასშტაბით 64.000 ავიარეისი გადაიდო.