"იოსებ სტალინის გაღმერთება ან დემონიზირება ერთნაირად არასწორი ქმედებაა", - მიიჩნევს ცნობილი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი დადასძენს, "სტალინის მიჩნევა ფრთიან ანგელოზად და ზნედაცემულად, ჩემი აზრით, ერთნაირად შეცდომაა".
მისივე თქმით, სტალინი არის "უდიდესი ფიგურა, იმ მრავალსახეობით, რაც მისგან მომდინარეობდა, მათ შორის სიბოროტითა და ღირსებით".
"მიმაჩნია, რომ მისი გაღმერთება ან დემონიზირება არასწორია პირადად მასთან მიმართებაში", - აცხადებს კინორეჟისორი.
ამასთან, მიხალკოვმა ისიც გაიხსენა, რომ მისმა მამამ, ცნობილმა პოეტმა და საბჭოთა კავშირის ჰიმნის ავტორმა სერგეი მიხალკოვმა გორში, სტალინის მუზეუმში სტუმრობისას ასეთი რამ დაწერა: "მე მჯეროდა მისი, ის კი მენდობოდა მე".