ხვალ, 19 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქვეყანაში მოქმედი ყველა ბანკის ხელმძღვანელი პირია მიწვეული.
შეხვედრა ბაქრაძის სათათბირო ოთახში, 14:00 საათზე გაიმართება.
საუბრის თემა შესაბამის სექტორში არსებული ვითარება იქნება.