საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე როზა ოტუნბაევას ტელეფონით ესაუბრა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ოტუნბაევამ საქართველოს პრეზიდენტს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მას ყველა საკითხში დახმარება აღუთქვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ყირგიზ ხალხს დახმარება აღმოუჩინა და ბიშკეკში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.