საჯაროდ დისკუსიები ავნებს ქვეყნის იმიჯს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფითსი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცახედბის საპასუხოდ აკეთებს, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ქადაგიძემ ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიიყვანა.
„რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კომენტარს იმის თაობაზე, რომ სებ-ის პრეზიდენტის უმოქმედობის გამო იწვევდა არსებულ პრობლემებს. ამის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, მაგალითად აშშ-შიც და დიდი ბრიტანეტშიც მსგავსი დებატები ხდება თუმცა ეს არის პრივატულ რეჟიმში და არ გამოდის საჯაროდ. საჯაროდ დისკუსიები ავნებს ქვეყნის იმიჯს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ერთად იმუშაონ დებატევბიც გამართონ და ეს პრობლემები ერთობლივი ძალისმევით დაძლიონ“, - აცხადებს მარკ გრიფითსი.
შეგახსენებთ, რომ როგორც ივანიშვილი ლარის კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია განმაფრტებული "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი "ექსპერტები".
"სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები", - აცხადებს ივანიშვილი.