ქვეყანაში შექმნილი პრობლემების დასაძლევად მთავრობა დონოპრებისგან სესხის აღებას ვარაუდობს, თუმც სსფ მთავრობას ურჩევს, რომ ეს იმ შემთხვევაში გააკეთოს, თუ პროექტები ადეკვატური იქნება. საქართველოში მყოფი სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფითსი მიიჩნევს, რომ სესხების აღებაზე მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია.
„რაც შეეხება ახალი სესხების აღებად დონორებისგან, ეს შეიძლება წაადგეს ქვეყნის ეკონომიკას და დაეხმაროს არსებული გამოწვევების დაძლევაში თუმცა უფრო მნიშვნელოვანია სხვა საკითხები. ჯერ სესხებზე დონორებთან საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება, რადგანაც ჯერ ფუნდამენტალური პრობლემებია დასაძლევი, ფისკალური ზომებია გასატარებელი, გაცვლითი კურსი უნდა იყოს ადეკვატური, რომ მოახდინოს შესაბამისად მორგება არსებული გამოწვევებისა და სრუქტიურული რეფორმებია განსახორციელებელი. თუ პროექტები იქნება ადეკვატური მაშინ სესიხ მიღება გამართლებული იქნება“,- მარკ გრიფითსი.