საქართველოში მყოფი სსფ-ს მისია სებ-ის პოლიტიკას სრულიად უჭერს მხარს, რაც გულისხმობს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებასa და ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას.
„სებ-ის მთავარი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მზინის მიღწევა დამოკიდებულია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობაზე. ამასთანავე, სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი უზრუნველყოფს გარე შოკების ნეგატიური გავლენის შერბილებას. გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ საქართველოს სავალუტო რეზერვებს შეამცირებს და შეანელებს ქვეყნის დეფიციტის კლებას“- აცხადებს სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსი.
მისიის ხელმძღვანელი აცხადებს რომ სებ-ის დამოუკიდებლობა დაცვას და პატივისცემას საჭიროებს, რათა მან თავისუფლად განახორციელოს მისი ძირითადი ამოცანა: ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სექწტორის სიჯანსაღე, რაც თსავის მხრივ ხელს შეუწყობს გრძელვადიან სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.