სსფ საქართელოს მთავრობას და სებ-ს ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ურჩევს. თუმცა სსფ-ს ერთ-ერთი რეკომენდაცია ზოგიერთი გადასახადის ზრდასაც ითვალისწინებს.
„საქართელოს მთავრობამ და სებ-მა უნდა ითანამშრომლონ ურთიერთვალდებულებათა პატივისცემისა და სებ-ის დამოუკიდებლობის პირობებში და ახალი გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა მყარი ეკონომიკური ფუნდამენტის, რეფორმებზე ორიენტირებული ხელისუფლებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფონზე, საქართველოს გააჩნია კარგი წინაპირობები ამჟამინდელი გამოწვევების დასაძლევად“, - აცხადებს საქართველოში ოფიციალურ ვიზიდატ მყოფი სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსი.
მისივე განმარტებით, მთავრობა შექებას იმსახურებს ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 3 %-ზე შენარჩუნევბისათის, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება პროგრამით განსაზღვრულ მაჩვენებელს. თუმცა, 2015 წლის ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება.
„ამდენად, მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა განახორციელოს ბიუჯეტის დეფიციტის დასაცავად. ამ მიმართულებით მთავრობამ საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგა: საჯარო მოხელეების პრემიები შეამცირა და ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვისკენ მიმართული ძალისხმევა განახორციელა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილებები სისრულეში უნდა მოიყვანოს და ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდასა და ბიუეჯტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეზღუდოს. თუმცა, ამასთან, სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურად შეჭირვებულთა და უპოვართა დაცვის მიზნით“- აცხადებს მარკ გრიფითსი.