თბილისსა და ასტანას მალე პირდაპირი რეგულარული ავიარეისები დააკავშირებს, რომელსაც ავიაკომპანია Air Astana განახორციელებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის დედაქალაქებს პირდაპირი რეგულარული ავიარეისები არ ხორციელდებოდა, თუმცა 1 ივნისიდან Air Astana რეგულარულ ფრენებს დაიწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისსა და ასტანას შორის Air Astana კვირაში 3 რეისს განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით Air Astana-ს ბაზრის 3 %-ი ეკავა.