ბორის ნემცოვის მეგობარი გოგონა ანა დურიცკაია პოლიტიკოსის დაკრძალვას ვერ დაესწრება. 23 წლის უკრაინელი მოდელის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო. მანამდე დურიცკაია აცხადებდა, რომ ვერსად გადიოდა, რადგანაც ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ. გამომძიებლებმა გოგონა რამდენჯერმე დაკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გოგონა ბორის ნემცოვისგან ფეხმძიმედ იყო, რაც მისმა დედამ ინა დურეცკაიამაც დაადასტურა.