ავსტრალია, მალაიზია და ინდონეზია, Malaysia Airlines-ის Boeing 777-ის გაუჩინარების 1 წლის შემდეგ, ახალი სისტემის გამოცდას იწყებენ.
ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ თვითმფრინავის ადგილმდებარობის შესახებ ინფორმაციის გადმოცემა ყოველ 15 წუთში მოხდეს, მაშინ როდესაც დღეს ეს ხდება ყოველ 30-40 წუთში. ასევე მარშუტიდან აცდენის შესახებ დედამიწაზე ინფორმაცია შეადრებით მცირე დროში გადმოიცემა - ყოველ 5 წუთში.
ავსტრალიის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვარენა ტრასას განმარტებით, აღნიშნული ახალი სისტემის ანალოგი ამ დრომდე არ ყოფილა. თუმცა ახალი სისტემის მუშაობისას უკვე არსებული ტექნოლოგიებიც იქნება გამოყენებული.
ახალი სისტემის გამოყენება ჯერ ავსტრალიაში, ხოლო შემდეგ ინდონეზიასა და მალაიზიაში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ Boeing 777, რომელიც Malaysia Airlines -ის კუთვნილება იყო 2018 წლის 8 მარტს რადარებიდან უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. როგორც ცნობილია, ხომალდი კუალა-ლამპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა რეისს, თუმცა აფრენიდან 40 წუთში რადარებიდან გაქრა.