შვედურმა სატელეკომუნიკაციო ჯგუფმა Ericsson-მა Apple Inc-ს წინააღმდეგ საპატენტო დავა წამოიწყო და შესაბამისი სარჩელი, რომელიც 41 საპენტის დარღვევას შეეხება, აშშ-ს სასამართლოში უკვე შეიტანა კიდეც, წერს The Wall Street Journal-ი.
როგორც Ericsson-ში ირწმუნებიან, სწორედ ამ პატენტებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ”ჩაკბეჩილი ვაშლის” ზოგიერთი პროდუქციის შექმნაში და შემდგომ მის პოპულარიზაციაში.
ვინაიდან Aპპლე-მა უარი განაცხადა Ericsson-თან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე, საქმეს სასამართლოში გადაინაცვლა. მთლიანობაში Ericsson-მა 9 სარჩელი შეიტანა, ორი Apple-ში, ხოლო შვიდი ტეხასის შტატის სასამართლოში, საქმე ეხება 2Q და 4G ტექნოლოგიების გამოყენებას.