ჩინეთის საფოსტო დანაზოგების ბანკი PSBC (Postal Savings Bank of China, PSBC) 2016 წელს IPO-ს განახორციელებს, რომელიც IPO-ს ისტორიაში ყველაზე ერთ-ერთი მსხვილი გარიგების შეფასებას მიიღებს. ამ დროისათვის ყველაზე მსხვილი IPO-ს განმახორციელებლებად Alibaba Group Holding Ltd-ი ითვლება.
ირკვევა, რომ PSBC- 25 მლრდ დოლარის მოცულობის IPO-ს განახორციელებს.
უკვე ცნობილი ისიც, რომ PSBC-ი 2015 წლის ივნისის ბოლოსათვის 15 %-იანი სააქციო კაპიტალის გასხვისებიდან ინვესტორებისგან 6 მლრდ დოლარის შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
შეგახსენებთ, რომ PSBC აქტივების სიდიდით მიხედვით ჩინეთში მეექვსე ბანკია. მისი აქტივები 6,3 ტრილიო იუანად, ანუ 1 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. თავად ბანკის მფლობელი კ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტა China Post Group Corp-ია.